დიეგო კოშტა ფერნანდო იეროს: ''ხომ გეუბნებოდი''
Aa
Aa

დიეგო კოშტა ფერნანდო იეროს: ''ხომ გეუბნებოდი''

ესპანეთისა და რუსეთის მერვედფინალურ შეხვედრაში პენალტების სერიის დაწყებამდე დიეგო კოშტამ ფერნანდო იეროს ურჩია, რომ კოკესთვის დარტყმის საშუალება არ მიეცა.

თავად კოშტა იმ მომენტისთვის უკვე შეცვლილი იყო. იერომ მისი რჩევა არ გაითვალისწინა და დარტყმა მაინც გადაწყვიტა.

„ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა იეროს უთხრა, რომ ის თავს კარგად გრძნობდა და დასარტყმელად მზად იყო.

უცნობია, თუ რა შეამჩნია კოშტამ კოკეს და რატომ ითხოვდა იგი მის შეცვლას, მაგრამ ფაქტია თავდამსხმელი მართალი აღმოჩნდა.

იგორ აკინფეევმა კოკეს დარტყმული მოიგერია, კოშტამ კი იეროს უთხრა - „ხომ გეუბნებოდი“.

საბოლოოდ, ესპანეთის ნაკრები პენალტების სერიისთვის მზად არ გამოდგა და მუნდიალსაც დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები