ესპანელ ქომაგებს მთავარ მწვრთნელად ენრიკე სურთ - ასტურიელი იეროს შემცვლელად
Aa
Aa

ესპანელ ქომაგებს მთავარ მწვრთნელად ენრიკე სურთ - ასტურიელი იეროს შემცვლელად

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატურებს განიხილავს.

ამ ეტაპზე გამოიკვეთა სამი ვარიანტი - „ბარსელონას“ ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკე, „მალაგას“ ყოფილი მწვრთნელი მიჩელი და „ესპანიოლის“ ყოფილი თავკაცი კიკე სანჩეს ფლორესი.

ესპანურმა გამოცემამ გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა, რის შემდეგადაც გაირკვა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ლუის ენრიკეს ენდობა.

ასტურიელმა სპეციალისტმა, რომელიც ამჟამად უმუშევარია ხმების 38% მიიღო.

მეორე პოზიცია 11%-ით მიჩელმა დაიკავა, ხოლო მესამეზე 10%-ით კიკე სანჩეს ფლორესი გავიდა.

ხულენ ლოპეტეგის დროებით შემცვლელს ფერნანდო იეროს გამოკითხულთა მხოლოდ 4% ენდობა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს ლონდონური გრანდები „ჩელსი“ და „არსენალი“ ეპატიჟებოდნენ, თუმცა „მეთოფეები“ უნაი ემერიმ ჩაიბარა, ხოლო „არისტოკრატებს“ მალე მაურისიო სარი უხელმძღვანელებს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და უახლოეს დღეებში უფრო კონკრეტული ინფორმაცია გავრცელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები