პატრიკ ვიეირა:
Aa
Aa

პატრიკ ვიეირა: "საფრანგეთს არგენტინის დამარცხება მუნდიალის ფინალში გასვლაში დაეხმარება"

პატრიკ ვიეირა დარწმუნებულია, რომ არგენტინასთან მოპოვებული 4-3 გამარჯვება „გადამწყვეტი მატჩი“ აღმოჩნდება და აღნიშნული შეხვედრა საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლისთვის დაეხმარება. დიდიე დეშამის გუნდის რიგებში კილიან მბაპე გამოირჩა, რომელმაც ორი გაიტანა და „მამლებს“ თერთმეტმეტრიანი მოუპოვა. მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდება.

ორშაბათს „ნიცას“ მწვრთნელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

"საფრანგეთის ნაკრების ჩატარებულ შეხვედრებში როგორც დადებითი ასევეუარყოფითი მხარეების გამოყოფაა შესაძლებელი. გულშემატკივართა უმრავლესობა და მათ შორის მე, უკეთეს ხარისხს ველოდით, თუმცა მიმაჩნია, რომ გუნდის მიმართ ზედმეტი კრიტიკაა მიმართული.  არგენტინასთან მატჩმა საფრანგეთის პოტენციალი იდეალურად დაგვანახა, ვფიქრობ „ალბისელესტესთან“ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ „მამლებს“ მომატება შეუძლიათ და წარმატების მისაღწევად საჭირო რესურსი აქვთ. მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების დამარცხება ნებისმიერი ოპონენტისთვის ურთულესი დავალება იქნება“.

„დიდი იმედი მაქვს, რომ საფრანგეთის ნაკრები ჩემპიონობას მოიპოვებს. ბოლო შეხვედრაში ფეხბურთელები თავისუფლად თამაშობდნენ და გამარჯვებამ თვითრწმენა შესძინა, ტურნირის საწყის ეტაპზე მათ ეს ძალიან აკლდათ“.

„ჩემი აზრით ეს მატჩი ნაკრებს მუნდიალის ფინალში გასვლაში დაეხმარება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები