საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ახალი კალენდარი ცნობილია
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ახალი კალენდარი ცნობილია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიას მეორე მატჩიც მოუგო და მოხვდა ევროპის იმ 24 ნაკრებს შორის, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელ ბრძოლას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს. ილიას ზუროსის გუნდი შევიდა კონტინენტის 24 საუკეთესოს შორის, რაც შარშან შეწყვეტილი სისტემის თანახმად ევრობასკეტზე მოხვედრის ტოლფასია. ახლა ევროპის ეს საუკეთესო 24 ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი კონტინენტისთვის გამოყოფილი 12 საგზურისთვის იბრძოლებს.

ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩვენს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად მეტოქეებზე ნაკლები შანსი ექნება, რადგან ქართველებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 2 გამარჯვება გადაჰყვათ, როცა ჩვენი ჯგუფიდან გასულ გერმანიას – 6, ხოლო სერბეთს – 4. საქართველო მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში კვლავ სერბეთთან და გერმანიასთან იქნება, მაგრამ ამ ნაკრებებს აღარ შეხვდება. ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან საბერძნეთი, ისრაელი და ესტონეთი. ამ 3 ნაკრებს საქართველო (ასევე გერმანია და სერბეთიც) შინ და სტუმრად შეხვდება, ანუ კიდევ 6 ტური ჩატარდება და გამოვლინდება ის 3 საუკეთესო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა.

წარმოგიდგენთ იმ 24 ნაკრებს, რომლებიც პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდნენ და ახალ ჯგუფებში გადანაწილდნენ. ყველა ნაკრებს პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები გაჰყვათ და თითოეული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე კიდევ 6 მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც ამ 24 ნაკრებიდან 12 საუკეთესო შეირჩევა: ანუ თითო ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს 3-3 მოწინავე მოიპოვებს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები