დემარკუს კაზინსი
Aa
Aa

დემარკუს კაზინსი "გოლდენ სტეიტში" წავიდა

ESPN-ის ინფორმაციით ყველა ვარსკლავის მატჩის მონაწილე ცენტრი, დემარკუს კაზინსი, "გოლდენ სტეიტში" გადავიდა. კაზინსმა "მეომრებთან"ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ დროის განმავლობაში ანაზღაურების სახით 5.3 მილიონს მიიღებს.

"ბუგი" შარშანდელ სეზონში საშუალოდ 25.2 ქულას, 12.9 მოხნას და 5.4 გადაცემას აგროვებდა, იგი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია და მისით გაძლიერებული "გოლდენ სტეიტის"დამმარცხებელი გუნდის წარმოდგენა ძალიან ძნელია. კაზინსს კარიერის გაგრძელება "პელიკანსში" სურდა, თუმცა "ნიუ ორლეანისგან" სასურველი შეთავაზება ვერ მიიღო და არჩევანი "უორიორსსა" და "ბოსტონს" შორის ჰქონდა. დემარკუსს წინადადებით "ლეიკერსმაც" მიმართა, თუმცა "ბუგიმ"ლებრონთან ყოფნას "გოლდენ სტეიტში" წასვლა არჩია.

მაიკ სპერსის ინფორმაციით კაზინსმა "მეომრებში"გადასვლა კარი, დურანტი, გრინის ტრიოსთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა."ეს ჩემი დამალული ყვავის ტუზია, ეს ჩემი საჭადრაკოსვლაა", ასე გამოეხმაურა დემარკუსი "გოლდენ სტეიტში" გადასვლას. "უორიორსი" 1975-76 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომლის ძირითადის ხუთივე კალათბურთელმა წინა სეზონში მონაწილეობა ყველა ვარსკლავის მატჩში მიიღო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები