Aa
Aa

იოლად და დამაჯერებლად! - საქართველომ ავსტრია გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა!

თბილისის სპორტის სასახლეში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრებმა ავსტრია 98:73 დაამარცხა.

ილიას ზუროსის ბიჭები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და გამარჯვების საკითხ ეჭვქვეშ ერთი წამითაც არ დაუყენებიათ. ქართველებმა თამაშის ყველა მეოთხედი მოიგეს, მათ შორის, პირველი სამი საკმაოდ სოლიდური სხვაობებით.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 24 ქულა და 12 მოხსნა, შესაბამისად, ორმაგი დუბლი მიითვალა. 15-15 ქულა კი, გოგა ბითაძემ და დუდა სანაძემ ჩააგდეს, 14-14 ქულა მიითვალეს გიორგი ცინცაძემ და ჩვენმა ლეგიონერმა, ტედ მაკფადენმა.

საქართველოს ნაკრებმა 4 წაგების წილ, ჯგუფში მე-2 გამარჯვება მოიპოვა და მე-3 ადგილზე იმყოფება - წინ გერმანიისა და სერბეთის ნაკრებები არიან, რომელთაც საქართველოს მსგავსად, შემდეგ რაუნდში გასვლა გარანტირებული აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები